თავში

აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტურისტებად განიხილავენ

აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტურისტებად განიხილავენ
აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტურისტებად განიხილავენ

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვიზიტორი, რომელიც 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ბინავდება, ავტომატურად განიხილება მარალმხარჯველ ტურისტად, მაშინაც კი, რომ სხვა სფეროებში, ნაკლები თანხა დახარჯოს. მათი დათვლით, ამ დამატებითი ხარჯის გარეშე მას ერთ ვიზიტზე 300-400 დოლარის დახარჯვა მხოლოდ ცხოვრებისთვის უწევს. გარდა ამისა, სოლიდურ და 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დიდია გასართობი ტურიზმში ხარჯვის მაჩვენებელიც, რადგან ამ დროს ვიზიტორები დამატებით ხარჯავენ სასტუმროებში განთავსებულ კაზინოებში, კლუბებში, ბარებში, სარელაქსაციო სერვისში (მასაჟი, სპა). 

აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტუსრისტებად განიხილავენ. ტურიზმის ექსპერტი ნიკა კვარაცხელია report.ge-სთან საუბრისას ეჭვობს, რომ აზერბაიჯანელი სტუმრები საქართველოში ბევრად მეტს ხარჯავენ და მათ მიერ დახარჯული თანხა სტატისტიკურ მონაცემებში სათანადოდ ვერ აისახა.

,,ხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაა. საქართველო ასეთი მოგზაურებით დიდად განებივრებული არ არის. თუმცა აშკარად უნდა გამოვყოთ აზერბაიჯანელი, თურქი და ებრაელი ტურისტები. განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, მაგრამ რატომღაც არ ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. ვფიქრობ, გამოთვლილი არ არის საფუძვლიანად, რამდენი დაიხარჯა აზერბაიჯანელი დამსვენებლების მიერ საქართველოში", - დასძენს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია  და დასძენს, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანის ტურმიმართულება მომგებიანია და მისი კიდევ უფრო განვითარება ქვეყანას შემოსავალს გაუზრდის.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ 395 ლარი დახარჯა. ამავე წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამ ქვეყნიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system