თავში

აზერბაიჯანი ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებაზე მუშაობს

აზერბაიჯანი ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებაზე მუშაობს
აზერბაიჯანი ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებაზე მუშაობს

"მინიმალური უნდა იყოს ჩრდილოვანი ეკონომიკა, ხოლო კერძო და საჯარო სექტორში გამჭვირვალობის დონე მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს დამტკიცებულ დოკუმენტში "აზერბაიჯანი 2030: სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული პრიორიტეტები" და  "მდგრადი მზარდი კონკურენტული ეკონომიკა".

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკურ ზრდას ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციურმა და ეფექტურმა კერძო ინიციატივებმა და უნდა განამტკიცოს საჯარო და კერძო თანამშრომლობა. 

აქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაიზარდოს კერძო სექტორის წილი არასანავთობო სექტორის დაფინანსებაში.

"ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. უნდა მივაღწიოთ ეროვნული შემოსავლის მაღალ დონეს ერთ სულ მოსახლეზე. ეკონომიკურმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ცხოვრების დონის ყოველწლიური გაუმჯობესება მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის სექტორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საყრდენია, არა ნავთობის ეკონომიკა უნდა გახდეს განვითარების ცენტრი," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

იმისათვის, რომ კერძო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი გახდეს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ძირითადი წყარო, აზერბაიჯანში დაგეგმილია გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, გაიზარდოს სასამართლო და იურიდიულ სისტემაში გამჭვირვალობა და აღმოიფხვრას არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. 

"უნდა განხორციელდეს პრივატიზაციის ახალი და გამჭვირვალე სტრატეგია, გაიზარდოს ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმების ეკონომიკური ეფექტურობა. უნდა განმტკიცდეს  საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებას უნდა ემსახურებოდეს. აუცილებელია უზრუნველყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკაში. ამავე დროს, აქცენტი უნდა გაკეთდეს ინვესტიციების ეფექტურ რეგულირებაზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვითა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნით," - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system