თავში

აზერბაიჯანი და პაკისტანი შეღავათიან ექსპორტ-იმპორტზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და პაკისტანი შეღავათიან ექსპორტ-იმპორტზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანი და პაკისტანი შეღავათიან ექსპორტ-იმპორტზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯან-პაკისტანის თანამშრომლობის პალატასა და მეწარმეთა ეროვნულ კონფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების ხელშეწყობას, მოიცავს ერთობლივი საქმიანობის სფეროების არჩევის საკითხებს, პროექტების შერჩევას და ა.შ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტმა, მამედ მუსაევმა და აზერბაიჯან-პაკისტანის ეკონომიკური თანამშრომლობის პალატის პრეზიდენტმა, ხიურრემ ბათიმ.

ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება მეწარმეების თანამშრომლობას ახალ საფეხურზე მიიყვანს. გაიმართა დისკუსია ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაღრმავების სამუშაოებზე. 

ხიურრემ ბათის განცხადებით, პაკისტანსა და აზერბაიჯანს შორის მზადდება დოკუმენტი 20 სახის პროდუქციის შეღავათიანი ექსპორტ-იმპორტის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system