თავში

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას მესამე ქვეყნებში გეგმავენ

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი პროექტების განხორ
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას მესამე ქვეყნებში გეგმავენ

თურქული კომპანიები იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისაგან გათავისუფლებული ტერიტორიების ეკონომიკის აღდგენაში დიდ როლს ითამაშებენ. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისათვის თურქმა კონტრაქტორებმა აზერბაიჯანში 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 450 პროექტი განახორციელეს. 

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა მიზნად ისახავს სავაჭრო ბრუნვის 15 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას. 

”კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 5%-ით გაიზარდა და  4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი ასევე გაზრდილია მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში. მოველით, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ორ ქვეყანას შორის შეღავათიან ვაჭრობაზე დადებული ხელშეკრულება ვაჭრობის ზრდაზე დადებითად აისახა ", - განაცხადა მეჰმეთ მუშმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის თურქეთმა 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო აზერბაიჯანმა თურქეთში -19,5 მილიარდი აშშ დოლარის.

თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEİK) პრეზიდენტმა ნაილ ოლპაკმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანი ახალი ინვესტიციების შესაძლებლობებს იძლევა

"ასევე განვიხილეთ აზერბაიჯანთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას მესამე ქვეყნებში. ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო და პაკისტანი. შეგვიძლია ჩავდოთ ინვესტიციები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, სამედიცინო ტურიზმი, სოფლის მეურნეობის სექტორი, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, სამთო მრეწველობა და სხვ.", - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system