თავში

აზერბაიჯანი და თურქეთი შეღავათიან ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და თურქეთი შეღავათიან ვაჭრობაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანი და თურქეთი შეღავათიან ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და თურქეთი შეღავათიან ვაჭრობაზე შეთანხმდნენ. მხარეებ შორის შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულება ძალაში მარტიდან შევიდა. ხელშეკრულების დეტალები თურქულმა მხარემ გამოაქვეყნა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ზოგიერთი საქონლით ვაჭრობას გადასახადის გარეშე, მათ შორის არის: სხვადასხვა სახის ყველი, სუფრის ყურძენი, ქლიავი, ფინიკი, ჩაი, მცენარეული და სხვა ზეთები, თეთრი შაქარი, შოკოლადი, კიტრი, პომიდორი, მურაბა, მარმელადი, ხილის და ხილფაფა. ამ პროდუქტებით ვაჭრობაზე იმოქმედებს კვოტები. ამისათვის აზერბაიჯანული მხარე უნდა დაუკავშირდეს თურქეთის კომერციის სამინისტროს 1 თვით ადრე.

ამ კვოტით ვერ ისარგებლებენ ბიზნესმენები, რომლებმაც გააყალბეს დოკუმენტები და მესამე პირს გადასცეს ლიცენზია ხელშეკრულების შესაძლებლობების გამოყენების მიზნით. ასეთ  პირებს არ შეეძლებათ ახალი კვოტის მიღება 5 წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system