თავში

აზერბაიჯანი ევროპასა და თურქეთში გაზის ექსპორტს ზრდის

აზერბაიჯანი ევროპასა და თურქეთში გაზის ექსპორტს ზრდის
აზერბაიჯანი ევროპასა და თურქეთში გაზის ექსპორტს ზრდის

2022 წელს აზერბაიჯანი ევროპასა და თურქეთში გაზის ექსპორტის 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.

"სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება გვაქვს დაგეგმილი. ჯამში, წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტს მივაღწევთ. აქედან, 6 მილიარდი - თურქეთს მიეწოდება, ხოლო 10 მილიარდი - ევროპას”, - განაცხადა პარვიზ შაჰბაზოვმა.

ამას გარდა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი 2023 წლიდან ბუნებრივი აირის თურქეთში ექსპორტს დამატებით 3.5 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის. 

2021 წლის აპრილში ამოწურული ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს ყოველწლიურად  6,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system