თავში

აზერბაიჯანი პარტნიორებისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეუფერხებლად აგრძელებს

აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეუფერხებლად აგრძელებს
აზერბაიჯანი პარტნიორებისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეუფერხებლად აგრძელებს

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გავლენას არ მოახდენს აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების ვალდებულებების შესრულებაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა ემილ მეჯიდოვმა განაცხადა.

”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს აქვს სერიოზული ვალდებულებები პარტნიორების წინაშე, რასაც აზერბაიჯანი პირნათლად ასრულებს მრავალი წლის განმავლობაში და კვლავაც შეასრულებს. საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს შეიცვლება”, - თქვა მან.

მეჯიდოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ამ ეტაპზე სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა, თუმცა განადგურებულია კერძო და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"განადგურებულია - გარკვეული რაოდენობის სკოლები, საბავშვო ბაღები, სასამართლოს შენობა, საგადასახადო და სოციალური მომსახურების რეგიონალური სამსახურები”," - ამბობს მეჯიდოვი.

მისივე განმარტებით, სომხეთის მცდელობები, დააზიანოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, სომბოლურია და მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას, კონფლიქტში მესამე ქვეყნის ჩასართავად.

 აზერბაიჯანის მხრიდან გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდების საფრთხეს ვერც ქართველი ენერგეტიკოსები ხედავენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომს ყარაბაღში საქართველოს ენერგოუსაფრთოებაზე პირდაპირი გავლენას აქვს, - ასე აფასებენ report.ge-სთან ადგილობრივი ენერგეტიკოსები ორი მეზობელი ქვეყნის ომის გავლენას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე. 

ამ მომენტისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ჩვეული რეჟიმში მუშაობს, თუმცა, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმა სცადეს ევლახის რაიონში და აზერბაიჯანის არმიამ ეს მცდელობა აღკვეთა.

აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ, სომხეთის მხრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე განხორციელებულ სროლასთან დაკავშირებით, მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლა აკრძალული კასეტური ბომბებით განხორციელდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

რა გავლენა აქვს ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონზე, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system