თავში

აზერბაიჯანი საქართველოს 150 მილიონი კუბური მეტრის სატრანზიტო გაზს მოაწვდის

აზერბაიჯანი საქართველოს 150 მილიონი კუბური მეტრ
აზერბაიჯანი საქართველოს 150 მილიონი კუბური მეტრის სატრანზიტო გაზს მოაწვდის

აზერბაიჯანის გავლით საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის ტრანზიტის საერთო მოცულობა 150 მილიონი კუბური მეტრი იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და რუსულ კომპანია Gazprom Export- ს შორის გაფორმდა.  როგორც "სოკარის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იბრაჰიმ ახმედოვი, ამბობს, "სოკარსა "და  "გაზპრომ ექსპორტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პირობებს საქართველოში.

”ამ ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის გავლით საქართველოს მიეწოდება 150 მილიონი კუბური მეტრი გაზი," - ამბობს ახმედოვი. 

შეგახსენებთ, 16 მარტს "გაზპრომ ექსპორტმა" და "სოკარმა" ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით,  რუსეთი სომხეთს გაზს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის. მიზეზი მილსადენზე სარემონტო სამუშაოებია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება აღდგება კვლავ საქართველოს გავლით.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა "გადაფურცლოთ მტრობის ფურცელი" რეგიონში უკეთესი და პროგნოზირებადი სიტუაციის უზრუნველსაყოფად პატიოსნად იმუშაოს მეზობლებთან.

ცნობისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system