თავში

აზერბაიჯანი-საქართველოს როლი ევროპის ენერგო და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში

აზერბაიჯანი-საქართველოს როლი ევროპის ენერგო და სატრანს
აზერბაიჯანი-საქართველოს როლი ევროპის ენერგო და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში

აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში.

„მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში. მეამაყება, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებობს. ჩვენს პარლამენტში შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი და აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც არსებობს. ტრადიციულად, ამ ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერი იყო და, ვფიქრობ, დღესაც ძლიერია. მიმაჩნია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეროვნული დელეგაციები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევრონესტი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) და ბევრი სხვა“, - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

ქართული დელეგაცია ბაქოში გუშინ ჩავიდა. საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ღარიბაშვილი შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვსაც. საქართველოს მთავრობის მეთაური მიიღო ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვმაც. ოფიციალურ დელეგაციაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც, იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system