თავში

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულშია

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულშია
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულშია

აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულში მეოთხე პოზიციაზეა.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯან-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 934 472.6 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 8.2%-ია.

ორ ქვეყანას შორის 934 472.6 ათასი აშშ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტის წილი 441 289.4 ათასი დოლარია, ხოლო იმპორტის წილი 493 183.2 უტოლდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აზერბაიჯანში ოდნავ ნაკლები პროდუქცია გაიტანა ექპორტზე, ვიდრე აზერბაიჯანიდან შემოიტანა იმპორტზე. 

2020 წლის საქართველოსთან ვაჭრობის ბრუნვით აზერბაიჯანს ჩამორჩება აშშ, სომხეთი, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system