
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 12 000 ტონა საავიაციო საწვავი შემოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.
10 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა საავიაციო საწვავზე საქართველოს მოთხოვნილების 16,3% დააკმაყოფილა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის მიწოდებული საავიაციო საწვავის მთლიანმა მოცულობამ 73,5 ათასი ტონა (+ 54,7%) შეადგინა.