თავში

აზერბაიჯანი TRACECA-ს დერეფანში წინადადებით გამოდის

აზერბაიჯანი TRACECA-ს დერეფანში წინადადებით გამოდის
აზერბაიჯანი TRACECA-ს დერეფანში წინადადებით გამოდის

TRACECA– ს აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნული მდივნის, რუფატ ბაირამოვის, ინფორმაციით, აზერბაიჯანს მზად აქვს საავტომობილო ტრანსპორტის ახალი წინადადებება, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე, როგორც დერეფნის წევრი, TRACECA- ს წევრ ქვეყნებს წარუდგენს. ქვეყანამ ეს წინადადებები კვლევებზე დაყრდნობით შეიმუშავა. 

"TRACECA- ს ფარგლებში, ჩვენ ვატარებთ კვლევას ტვირთის გადაზიდვის შესახებ ჩვენი დერეფნისა და კასპიის ზღვის გავლით საავტომობილო გზით. ჩვენს მიერ მომზადებული შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკავშირდება სატვირთო მანქანების დასაშვებ ღერძულ დატვირთვას. ამ მიმართულებით დისკუსიები მიმდინარეობს, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანას აქვს სხვადასხვა ღერძის დატვირთვის შეზღუდვა. ზოგიერთ ქვეყანაში ლიმიტი 38 ტონაა, დანარჩენში 40 ტონა. სხვა საკითხია საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმების სიხარტე და მოქნილობა. როგორც ევროპაში, ასევე დსთ-ს ქვეყნებში სხვადასხვა სისტემაა. ეს იწვევს დოკუმენტების რეგისტრაციის შეფერხებას. ჩვენ მოვამზადეთ "ერთიანი სატრანზიტო ხელშეკრულება" TRACECA- ს ფარგლებში, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყნის მიერ. ახლა თითოეულ ქვეყანაში მიმდინარეობს მისი განხილვა," - ამბობს ბაირამოვი და დასძენს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნები სატრანზიტო პირობებს შეათანხმებენ, ტვირთის საბუთები გადაინაცვლებს ელექტრონულ ფორმატში და ტვირთმფლობელს აღას დასჭირდება მიიღოს ცალკე თანხმობა თითოეული სატრანზიტო ქვეყნიდან. 

"დავუშვათ, თუ ტვირთი მოძრაობს თურქეთსა და ყაზახეთს შორის, ამჟამად მას სჭირდება ნებართვა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოსი. ახალი სატრანზიტო პირობებით, გადამზიდავს შეეძლება ამ ქვეყნებში გავლა ერთი დოკუმენტის საფუძველზე, რითაც  შემცირდება გადაზიდვის ხარჯიც და დაიზოგება დროც," - განმარტავს ბაირამოვი.

ცნობისთვის, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) შეიქმნა 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს ეუერთდნენ უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი. 2000 წელს შეუერთდა თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო 2009 წელს - ირანი. TRACECA არის საქონლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ეყრდნობა საბაჟო კონვენციას TIR– ის გამოყენებით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ. ის უზრუნველყოფს საერთაშორისო ევრო-აზიის სატრანსპორტო კავშირს, რაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას. TRACECA დერეფანში მთავარი სატვირთო ნაკადები, ერთის მხრივ, წარმოიქმნება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ხოლო, მეორეს მხრივ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

TRACECA- ს სატრანზიტო სტარტეგია განახლდება.  საუბარია TRACECA-ს დერეფანში ტვირთის გადაზიდვის პროცესის გაციფრულებაზე. 

ცნობისთვის, 2020 წელს აზერბაიჯანის გავლით ევროპა-კავკასია-აზია (TRACECA) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით გადაიზიდა 38,491,4 ათასი ტონა ტვირთი. დერეფანში საქონლის ბრუნვამ შეადგინა 9,254,3 მლნ ტონა / კმ. "ტრასეკას" მთლიან სატვირთო გადაზიდვებში, 21,8% ანუ 8 382,1 ათასი ტონა სატრანზიტო ტვირთია. მისი მოცულობა წლიურად 304,9 ათასი ტონით ანუ 3,8% -ით გაიზარდა.

TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულება იგეგმება. თანხმდება ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობებიც.

TRACECA-ს ერთიანი ტრანზიტის ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულზე დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system