თავში

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის ექსპორტი გაიზარდა

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის ექსპორტი გაიზარდა
აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 79,53% -ით გაიზარდა, ღირებულება კი -  37,74% -ით. ამის შესახებ ირკვევა ქვეყნის აბაჟო სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკიდან, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 7 მილიარდ 837 მილიონ 583,3 ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ექსპორტი მოახერხა. ბოლო 4 თვის განმავლობაში აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ შეადგინა 1 მილიარდ 131 მილიონი 480.27 ათასი აშშ დოლარი.

ბუნებრივი გაზის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში საანგარიშო პერიოდში შეადგინა 17,78%.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოსთვის  გაზის მთავარი მიმწოდებელია. SOCAR-ი აწვდის გაზს თურქეთსაც, რომელსაც შაჰ-დენიზის საბადოდან დაახლოებით 82 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უკვე მიეწოდა, აქედან თურქეთმა 12 მილიარდი კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღო 2018 წლის 30 ივნისიდან, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა სამხრეთ გაზის გაფართოებული დერეფნის პირველი ეტაპი. მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოში 784 მილიონი კუბური მეტრის გაზი გაყიდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იპორტში $ 76,7 მლნ. დოლარი გადაიხადა, რაც 2.6% -ით მეტია, 2020 წლის პირველი კვარტლის გაზის აზერბაიჯანული იმპორტის ღირებულების მაჩვენებელზე. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული გაზის მთლიანი მოცულობებიდან 1 მილიარდ 494 მილიონ 258,33 ათასი კუბური მეტრი შემოვიდა საქართველოში. საქართველომ წელს იანვარ-მარტში აზერბაიჯანულ გაზში 203 მილიონ 954,3 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს 1 მილიარდ 244 მილიონი დოლარის 846,58 ათასი კუბური მეტრი ბინებრივი აირი მიაწოდა. მხოლოდ იანვარშიკი საქართველოში ექსპორტირებული გაზის ღირებულება $ 175 მილიონ 501,85 ათას დოლარს გაუტოლდა. 2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,543,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოიტანა, რომლის ჯამური ღირებულება 242,3 მილიონი აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელსვე საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრის ოდენობის გაზის შეძენას გეგმავს..რუსული გაზის ზუსტად იგივე ოდენობა შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც. საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია. ქართულ-აზერბაიჯანული მხარე თანხმდება, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორის, მაჰირ მამედოვის, შეფასებით, ეს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ბუნებრივი გაზის სოციალურ მომხმარებლებს საქართველოში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის წარმოებისა და ექსპორტის ზრდა "აწყობს" საქართველოსაც, რადგან ის არის მონაწილე, "მასპინძელი" ქვეყანა სამხრეთ გაზის დერეფანში, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი მიდის ევროპაში, ანუ აზერბაიჯანი ევროპას გაზს საქართველოს გავლით აწვდის. ქვეყნები პარტნიორები არიან ისეთ უმსხვილეს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტში, როგორიცაა გაზის სამხრეთ დერეფანი. 3500 კილომეტრიანი სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $ 33 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ ენერგოდერეფანმა მოიცვა 7 ქვეყანა და დააკავშირა კასპიის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს. ამ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართვას გეგმავს სერბეთიც.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system