თავში

თურნავა: აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის
თურნავა: აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან. 

მინისტრმა ასე უპასუხა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, რომლის თქმითაც, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლობით არის დაკავებული.

ნათია თურანავს განცხადებით, დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა.

„ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც იცნობს“, - ამბობს თურნავა და განმარტავს, რომ ახლა ჩვენ ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებლები ვართ, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ჩვენი ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და ვიყავით ძალიან დამოკიდებული რუსეთზე და “ინტერ რაოზე”, რაც "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა.

"ჩვენი ენერგეტიკული რეფორმის წყალობით, ჩვენ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება. არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ არის დომინანტი და ჩვენ გვაქვს არჩევანი. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კი ასრულებს ალტერნატივის როლს განსაკუთრებით რუსეთიდან იმპორტის მიმართ. იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირედება. რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის დასახელებას ამასთან მიმართებით, არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებს, ვინც მის სახელს ამგვარად აჟღერებს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. არანაირი დოკუმენტალური დასაბუთება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი კავშირშია ენერგეტიკასთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით არ გააჩნია. მსგავსი განცხადებების გაკეთება არის სამარცხვრინო და უღირსი საქციები და ტალახის სროლას წარმოადგენს. თავად ამოითხვრებიან ამ ტალახში,"- განახადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ცნობისთვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილთან კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის და საშუამავლო სერვისის მიწოდებაში მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. 

"შესყიდვის დროს კომპანია „ელ-გრინი“, რომელსაც წარმოადგენენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი დამფუძნებლები, არის ელექტრონერგიის შემსყიდველი და ჩვენს მოქალაქეს საბოლო ჯამში ელექტროენერგია უძვირდება. ამ სისტემური კორუფციის სქემის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის ნებით დაშვებული პროცესი, დგას უჩა მამაცაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ხარჯზე ხელს ითბობენ და სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ეს შესყიდვა ზედმეტ 9 მილიონ დოლარად უჯდება," აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system