თავში

აზერბაიჯანიდან ფოლადის წნელების იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან ფოლადის წნელების იმპორტი შემცირდა
აზერბაიჯანიდან ფოლადის წნელების იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7214 სასაქონლო ნიშნის ქვეშ ფოლადის წნელების იმპორტი 19.4%-ითაა შემცირებული. წელს 6 თვეში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 5,497.7 ათასი დოლარის ღირებულების 12,248.0 ტონა წნელი მაშინ როცა შარშან წლის პირველ ნახევარში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოში 6,818.5 ათასი დოლარის ღირებულების 14,614.2 ტონა ფოლადის წნელი გაყიდა.



შეგახსენებთ, ფოლადის იმპორტის ოთხი თვის მონაცემები აზერბაიჯანიდან საქართველოში ამ პროდუქტის იმპორტის ზრდაზე მეტყველებდა, თუმცა ტენდენცია კლებისკენაა შეცვლილი 6 თვის მონაცემების დაჯამების შედეგად.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში 16.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან ჯამში 247,381.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა მაშინ როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი ფულად გამოსახულებაში 297,659.0 დოლარს უტოლდებოდა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 10.8%-ით. სპილენძის იმპორტი კი 205.8%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები. მისი ექსპორტის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 19.4%-ითაა შემცირებული, თუმცა საერთო მოცულობით ის მაინც საიმპორტო უმსხვილეს პროდუქტთა ნუსხაში ლიდერ პოზიციაზეა. შარშანდელთან შედარებით, 54.3%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში, თუმცა ის უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტთა ჩამონათვალში იმპორტის საერთო მოცულობით მეორე ადგილს იჭერს 18.9%-ითაა შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის აზერბაიჯანული იმპორტი. იმპორტის მაჩვენებლით უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იჭერს საბეჭდი და გამომთვლელი მანქანების ნაწილები, რომელთა შესაძენად საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა 11,195.1 ათასიო დოლარი ეს მაშინ, როცა შარშან წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების 5-ეულის ბოლო, მეხუთე ადგილს, ამ პოზიციაზეა ცემენტი, რომლის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემცირებულია 37.8 %-ით. შარშან იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოში 10,632.7 ათასი დოლარის ღირებულების 189,758.6 ტონა ცემენტი იყო ექსპორტირებული, წელს კი ეს მაჩვენებელი 131,003.6 ტონამდეა შემცირებული, რაც ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 6,614.6 ათას დოლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system