თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 31%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 31%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 31%-ით გაიზარდა

2021 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 30.64%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Report.ge საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ნოემბრის თვეში, აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩარიცხული თანხის მოცულობამ 7.17 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის წილი საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებში 3.46%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, 2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.0%-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system