თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, სომხეთიდან - შემცირდა

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, სომხეთიდან - შემცირდა
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა, სომხეთიდან - შემცირდა

სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა, საქართველოში ფულად გზავნილებზე ნეგატიური გავლენა მხოლოდ სომხეთის შემთხვევაში იქონია, აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია.

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ფულადი შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება მეორე კვირაა უარყოფითია.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 20-26 სექტემბრის პერიოდში კვლავ უარყოფითი გახდა.

სექტემბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები ქვეყანაში 15%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system