თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია 253%-ით

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია 253%-ით
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია 253%-ით

14-20 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 17%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ფულადი შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა 31-6 სექტემბრის კვირაში 289%-ზე დაფიქსირდა, 7-13 სექტემბრის კვირაში ზრდამ 204%-ი შეადგინა, ხოლო 14-20 სექტემბრის მონაკვეთში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია 253%-ით.

უკრაინის შემთხვევაში ბოლო კვირას ფულადი გზავნილები გაზრდილია 341%-ით.

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია და 14-20 სექტემბრისთვის შემცირებულია 16%-ით.

ფულადი შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს. მაჩვენებელი 7-13 სექტემბრისთვის 27%-ით გაიზარდა, ხოლო 14-20 სექტემბრისთვის 26%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system