თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა სამნიშნა მაჩვენებელზე დაბრუნდა

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა სამნიშნა მაჩვენებელზე დაბრუნდა
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა სამნიშნა მაჩვენებელზე დაბრუნდა

2-8 ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა (წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთან შედარებით) სამნიშნა  მაჩვენებელზეა და 216%-ს უტოლდება.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

წინა სამი კვირის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ ორნიშნა ციფრით იზრდებოიდა. კერძოდ: 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში აზერბაიჯანიდან გადმორიცხუილი თანხა 37%-ით გაიზარდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთდან შედარებით, ხოლო  25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები გაიზარდა 44%-ით. 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით.

ამ სამი კვირის გარდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა სამნიშნა პროცენტული პუნქტით ხდებოდა.

სპეციალისტები აზერბაიჯანიდან ფულადი ნაკადების კლებას ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ქვეყანა საომარ ვითარებაში იყო და იქ დასაქმებულმა ქართულმა დიასპორამ, თუ აზერბაიჯანში მომუშავე ქართულმა კომპანიებმა გზავნილების ნაკადები შეამცირეს, სავარაუდოდ, შემოსავლების კლების გამო. 

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და წ/წ(წლიურ ჭრილში) მინუს 28%-ი შეადგინა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 2-8 ნოემბრის პერიოდში დადებით ნიშნულზეა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, მაგრამ გაუმჯოებესებულია წინა კვირასთან შედარებით და წ/წ -14% შეადგინა.

ცნობისთვის, 2-8 ნოემბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდის დადებით ნიშნულს დაუბრუნდა. წლიურ ჭრილში (ანუ 2019 წლის 2-8 ნოემბრის პერიოდთან შედარებით) ზრდამ +5%-ი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system