თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა

ივნისში მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (183.0 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.9 პროცენტით), რაც, სებ-ის განმარტებით, იტალიიდან (38.8 პროცენტით), საბერძნეთიდან (16.5 პროცენტით) და გერმანიიდან (62.9 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (3.6 პროცენტით) და აშშ-დან (31.1 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

სებ-მა ფულადი გზავნილების სტატისტიკური მონეცემები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაასაჯაროვა, თუმცა აჯერად ბანკმა ეს მაჩვენებელი თვის ეკონომიკური პარამეტრების საერთო სურათში ჩასვა. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის ივნისში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოირიცხა 4.73 მილიონი დოლარი, რაც წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 183.03%-იან ზრდაზე მიუთითებს. აზერბაიჯანიდან გზავნილები მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 2.79%-ია.

სებ-ის შეფასებით, აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ფულადი გზავნილების წლიური ზრდის ტემპი ასე მაღალია. აზერბაიჯანის შემდეგ გადმორიცხვების წლიური ზრდის მაქსიმუმი დაფიქსირდა უკრაინის შემთხვევაში, საიდანაც მიმდინარე წლის ივნისში გადმოირიცხა 6.52 მილიონი დოლარი, რაც მთლიან ფულადი გზავნილების 3.85%-ია, ხოლო, წინა წელთან შედარებით, ამ ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა გაზრდილია 95.59%-ით.

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდის მაღალ ტემპზე აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system