თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში
აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს  მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულს 32%-ით აჭარბებს.

2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ევროპაში - 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი.

მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ამ პერიოდის განმავლობაში, 43,2 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system