თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში 17. 9 ათასი დოლარის რძე და ნაღები შემოვიდა

​აზერბაიჯანიდან საქართველოში 17. 9 ათასი დოლარის რძე
აზერბაიჯანიდან საქართველოში 17. 9 ათასი დოლარის რძე და ნაღები შემოვიდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში წელს 17. 9 ათასი დოლარის ღირებულების 25. 7 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა. მაჩვენებლი ბევრად ჩამორჩება გასული წლის მონაცემებს. შარშან აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 54.1 ათასი დოლარის 80.0 ტონა რძე და ნაღები. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანული რძისა და ნაღების იმპორტის რეკორდული მაჩვენებელია.

2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან 0401 სასაქონლო-საბაჟო კოდის ქვეშ შემოვიდა  50.0 ტონა რძე და ნაღები. ფულად გამოსახულებში ამ პროდუქტის იმპორტი 2018 წელს 34.8 ათას დოლარს გაუტოლდა. 

მეზობელი ქვეყნიდან რძე და ნაღები, როგორც წესი, საავტომობილო გზით შემოდის. 

შეგახსენებთ, საქართველომ წელს 5,283.3 ტონა რძე და ნაღები შეიძინა. რძის უმსხვილესი მომწოდებლები არიან: უკრაინა, ირანი და ბელორუსია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system