თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში 493 183.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში 493 183.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში 493 183.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა

2020 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 493 183.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა. ეს შარშანდელი მთლიანი იმპორტის 6.2%-ია. ამ მაჩვენებლით აზერბაჯანი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ათეულში მეხუთე პოზიციაზეა. მას უსწრებს მხოლოდ აშშ, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი.

წლიურ ჭრილში 2020 წელს აზერბაიჯანიდან იმპორტი საქართველოში შემცირებულია 11.7%-ით. 2019 წელს აზერბაიჯანმა საქართველოში იმპორტზე შემოიტანა 558 740.1 ათასი დოლარის პროდუქცია, რაც მაშინდელი მთლიანი იმპორტის 5.9%-ს უტოლდბოდა.

საქართველოში 2020 წელს აზერბაიჯანზე ნაკლები პროდუქცია დააიმპორტა სომხეთმა, გერმაიამ, უკრაინამ, იტალიამ და ბრაზილიამ. 

2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნიდან საქართველოში იმპორტი შემცირებულია უკლებლივ ყველა ქვეყნიდან გარდა სომხეთისა და ბრაზილიისა.

2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. 

ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველომ გასულ წელს შეიძინა თურქეთისგან (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთისგან (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთისგან (708.7 მლნ. აშშ დოლარი).

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system