თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 133%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 133%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 133%-ით გაიზარდა

7-13 დეკემბრის პერიოდში შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 7-14 დეკემბერში ყველაზე მეტად ფულაი გზავნილები აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი, ზრდა წლიურ ჭრილში 133%-ს შეადგენს, ხოლო 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე საქართველოში აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა გაზრდილია 187%-ით. 

ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში 5.49 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, "თიბისი კაპიტალის" მიხედვით, 7-13 დეკემბრის პერიოდში სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ მინუს 32% შეადგინა.

დროის იმავე მონაკვეთში რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 20%-ითაა შემცირებული.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი ნეგატიური რჩება.

დოკუმენტის მიხედვით, ფულადი შემოდინებები, წინა კვირასთან შედარებით შემცირდა, და 7-13 დეკემბრის პერიოდში 1% შემცირდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთში საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებთან შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system