თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 207.6 %-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 207.6 %-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან  საქართველოში ფულადი გზავნილები 207.6 %-ით გაიზარდა

მარტში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (207.6 პროცენტით) და უკრაინიდან (145.2 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 3.9 და 4.2 პროცენტული პუნქტებით აისახა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხლვაში.

ფულადი გადმორიცხვები ასევე გაზრდილია თურქეთიდან და რუსეთიდან. მარტში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (50.9 პროცენტით), რაც, სებ-ის ცნობით,  იტალიიდან (76.3 პროცენტით), საბერძნეთიდან (27.3 პროცენტით) და გერმანიიდან (70.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 2021 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 49.5 პროცენტით გაიზარდა და 188.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 21.9 პროცენტით 24.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (41.5 პროცენტი) და რუსეთი (17.1 პროცენტი) წარმოადგენდნენ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 18,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 3-ჯერ მეტია 2020 წლის პირველი კვარტალში აზერბაიჯანიდან გადმორიცხულ გზავნილებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 3,8 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც 0,2 მილიონი დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ფული მეზობელი ქვეყნიდან მარტშია გადმორიცხული და ის 7,3 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა. გასულ თვეს ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system