თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2020 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 42.3 პროცენტით შემცირდა და 79.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობამ 47.7 პროცენტით 10.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის აპრილის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით შემცირდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (-87.7 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ცვლილებაში -0.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

საანგარიშო თვეში იკლო ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (-34.9 პროცენტით), რაც იტალიიდან (-27.5 პროცენტით), ესპანეთიდან (-60.4 პროცენტით) და საბერძნეთიდან (-37.9 პროცენტით) შემცირებული ოდენობის გზავნილებმა განაპირობა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან თითქმის იმავე დონეზე დარჩა გერმანიიდან მიღებული გზავნილები.

სებ-ის ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან და რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (-4.7 პროცენტით) და ყაზახეთიდან (-66.1 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (43.8 პროცენტი) და რუსეთი (16.6 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

20

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system