თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა 227%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა 227%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა 227%-ით გაიზარდა

24-30 ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა წლიურ ჭრილში 227%-ით გაიზარდა. 17-23 ნომებრის მონაკვეთში კი ზრდა 81%-ს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება დანარჩენ სამეზობლოს, 24-30 ნოემბრის პერიოდში სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -22% შეადგინა. 17-23 ნოემბრის შუალედში კი კლება 49%-ს გაუტოლდა. 

რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 8%-ით შემცირდა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 24-30 ნოემბრის პერიოდში დადებითი დარჩა.

ბოლო ერთ კვირაში ფულადი გზავნილები საქართველოში 3%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system