თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

წელს საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან 194,0 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი საწვავის იმპორტის 19,3%-ია.

წლიურ ჭრილში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა(ბენზინი დიზელი) გაზრდილია. შარშან 11 თვეში აზერბაიჯანისან საქართველოში შემოვიდა  145,7 ათასი ტონა საწვავი, რაც საწვავის მთლიანი იმპორტის 14,7%-ი იყო.

მიმდინარე წლის 11 თვეში საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად დიზელის საწვავის იმპორტის მატების ხარჯზე მოხდა. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დიზელის საწვავის ზრდა აზერბაიჯანიდან, ნავთობიმპორტიორთა კავშირის აგვიხსნეს, რომ აზერბაიჯანული საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის იმპორტი გაზრდილია სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამის გააქტიურების გამო, ასევე  აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის კონტროლის გამკაცრების გამო. 

შეგახსენებთ, ნავთობიმპორტიორთა კავშირს დიდი ხანია აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბოლო 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

აღურიცხავი დიზელის იმპორტი განსაკუთრებულად ხშირია აზერბაიჯანიდან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად ფასთა სხვაობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მეზობელ რეგიონში დიზელი 1,10 ლარად იყიდება, როცა ფასი საქართველოში 2 ლარს აჭარბებს. ამდენად, ცდუნება დიდია, რადგან ფასი კონტრაბანდას ასტიმულირებს.

რაც შეეხება აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამას, მასში ჩართულია "სოკარი". ბოლო მონაცემებით,  ფერმერებმა "სოკარის" დიზელზე 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს "სოკარი" აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system