თავში

აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროტრანზიტის მოცულობა 3.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროტრანზიტის მოცულობა 3.5-ჯერ გაიზარდა
აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროტრანზიტის მოცულობა 3.5-ჯერ გაიზარდა

2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალმა ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 82.2 გვტ.სთ შეადგინა. ტრანზიტის მოცულობა 3.5-ჯერაა გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება (34.0%-ით) 2016 წლის მაღალ დონეს.

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის 51.8% მიმართული იყო თურქეთის, 38.4% სომხეთის და 9.9% აზერბაიჯანის მიმართულებით.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან (ჯამური იმპორტის 47.1%) და აზერბაიჯანიდან (52.9%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system