თავში

აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობა არნახულ დონეზეა აყვანილი - როვნაგ აბდულაევი

აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობა არნახულ დონეზეა აყვანილი - როვნაგ აბდულაევი
აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობა არნახულ დონეზეა აყვანილი - როვნაგ აბდულაევი

"სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ახალი სპორტკომპლექსი გახსნა. მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მეგობრობა არნახულ დონეზეა აყვანილი. მისი თქმით, ქვეყნებს სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა აკავშირებს. 

როვნაგ აბდულაევმა სოფლების გაზიფიცირების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გაზიფიცირება უკვე 90%-ზეა აყვანილი, რაც აზერბაიჯანული ინვესტიციის დამსახურებაა. მისი განცხადებით ამ პროექტში აზერბაიჯანმა მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 

ყიზილაჯლოში ეს პროექტი, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით აშენდა, ერთი წლის წინ დაიწყო მთავრობასთან ერთობლივი თანამშრომლობით და მხარდაჭერით. ხელი ხელს ჩავკიდეთ და შედეგი იქნა დადებული. ასევე, ლაგოდეხში იყო ერთობლივი პროექტი, საბავშვო ბაღი აშენდა, სხვა ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, სკოლები და სხვა სოციალური პროგრამები, რაც შევძელით, რომ წარმატებით განგვეხორციელებინა. სპორტის მასწავლებელმა მომახსენა, რომ ამ სოფელში ბევრი სასახელო სპორტსმენები გაზრდილან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ბევრ ოლიმპიურ ჩემპიონს გაზრდის. ახლახანს დასრულდა ოლიმპიადა. მე ძალიან სპორტული ადამიანი ვარ და ვადევნებდი თვალს ოლიმპიადას. სასიხარულო იყო, რომ ქართველი სპორტსმენები ძალიან კარგად წარდგნენ ოლიმპიადაზე და კარგი შედეგები დადეს. მე ისევე გახარებული ვიყავი, როგორც ქართველი ერი ხარობდა მათი წარმატებით“, – განაცხადა როვნაგ აბდულაევმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system