თავში

აზერბაიჯანის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იყენებს კრიპტოვალუტას

აზერბაიჯანის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იყენებს კრიპტოვალუტას
აზერბაიჯანის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იყენებს კრიპტოვალუტას

აზერბაიჯანში  კრიპტოვალუტას 98,22 ათასი მომხმარებელი იყენებს, რაც მთელი მოსახლეობის 0,97%-ს შეადგენს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

კვლევაში ჩართული დსთ-ს 9 ქვეყანას შორის აზერბაიჯანი მე-6 ადგილზეა. პირველ ხუთეულშია რუსეთი (17,38 მილიონი მომხმარებელი), უკრაინა (5,57 მილიონი), ბელარუსი (352,5 ათასი), უზბეკეთი (344,05 ათასი), ყაზახეთი (324,33 ათასი).

ყირგიზეთი (63.2 ათასი) და მოლდოვა (54.38 ათასი) მეშვიდე და მერვე ადგილს ინაწილებენ. ბოლო ადგილზეა სომხეთი, სადაც კრიპტოვალუტას მხოლოდ 33.27 ათასი მომხმარებელი ჰყავს.

კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვმა მთელს მსოფლიოში  280 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system