თავში

აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივები 8%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივები 8%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივები 8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 1 ივნისის მონაცემებით, აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივებმა 33.810.7 მილიონი აზერბაიჯანული მანათი შეადგინა.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 8.2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები.

ბანკების აქტივების სტრუქტურაში კლიენტებზე გაცემულმა  სესხებმა  13 501 მილიონი აზერბაიჯანული მანათი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში სექტორის საკრედიტო პორტფელი 3.55%-ით გაიზარდა, ხოლო აქტივების სესხების წილი 41,7%-დან 39,9%-მდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალდებულებები 8,8%-ით გაიზარდა და 29 058,2 მილიონი აზერბაიჯანული მანათი შეადგინა, მათ შორის დეპოზიტების პორტფელი 10,6%-ით გაიზარდა და 22,065,5 მილიონი მანეთს აღწევს. აქედან 8 478 მილიონი მანათი ფიზიკური პირების ანაბარია, ხოლო 13 587,5 მილიონი მანათი იურიდიული პირების. 

სექტორის საბალანსო კაპიტალი  4,2%-ით გაიზარდა და  4,752,5 მილიონი მანათი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system