თავში

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა $50 მილიარდს გადააჭარბა

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა $50 მილიარდს გადააჭარბა
აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა $50 მილიარდს გადააჭარბა

2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები 11,7%-ით გაიზარდა. როგორც BlackSeaNews -ი წერს, ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

"2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები 11,7%-ით გაიზარდა და 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა ელმან რუსტამოვმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები ცენტრალური ბანკის, ნავთობის სახელმწიფო ფონდის აქტივებისა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფონდებისგან იქმნება.

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა პიკს 2014 წლის 1 ოქტომბერს მიაღწია; მაშინ რეზერვების დონემ 53,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში კი, სავალუტო რეზერვების შემცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2015-2016 წლებშიც გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system