თავში

აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებზე ყაზახური ალუმინის გადაზიდვა დაიწყო

აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებზე ყაზახური ალუმინის
აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებზე ყაზახური ალუმინის გადაზიდვა დაიწყო

აზერბაიჯანის, საქართველოს და ყაზახეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ყაზახეთიდან ალუმინის გადაზიდვა დაიწყეს.

ტვირთი, რომელიც ეკუთვნის „ყაზახეთის ელექტროლიზის ქარხანას“, ქალაქ პავლოდარიდან ფოთის პორტში გადაიზიდება.

როგორც „აზერბაიჯანის რკინიგზების“ შვილობილი კომპანია «ADY Express» საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განმარტავს, პროექტის თანახმად, ალუმინი იტვირთება დახურულ ვაგონებში ყაზახეთის რკინიგზის სადგურში „პავლოდარ-იუჟნი“. აქედან ის გაემართება კურიკის პორტისაკენ, რომელიც განლაგებულია კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბორანის დახმარებით ვაგონები მიეწოდება ალიატის პორტში, უკვე აზერბაიჯანის სანაპიროზე. ალიატის პორტიდან შემადგენლობა ჩადის ფოთის პორტში. 

საერთო ჯამში, ვაგონებმა უნდა დაფარონ 4186 კმ მანძილი. გადაზიდვებს სჭირდება 10-14 დღე, ამინდის გათვალისწინებით.

უნდა აღინიშნოს, რომ 21488 ტონა ალუმინი უკვე გადაზიდულია 326 ვაგონის გამოყენებით. უახლოეს დროში იგეგმება კიდევ 13585 ტონა ტვირთის გადაზიდვა 209 ვაგონით. პროექტი გრძელვადიანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system