თავში

აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა

აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა
აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა

2021 წლის იანვარში აზერბაიჯანმა 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა. საბაჟო დეკლარაციების მონაცემებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასულია 28.1 ათასი ტონა ნავთობის კოქსი, რომლ;ის საერთო ღირებულება 1.685 მილიონ დოლარს შეადგენს. ნავთობის კოქსის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში შეადგინა 0,1%.

აზერბაიჯანი რიგ ქვეყნებში კოქსის ექსპორტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ცოტა ხნის წინ აზერნაიჯანმა გააქტიურა კოქსის ექსპორტი ინდოეთში და ამ ქვეყანას საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა აზერბაიჯანული კოქსი მიეწოდა.

ტვირთი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ კომპანია, შპს ADY Express-ს საქართველოში ფოთის პორტამდე გაააქვს. კოქსი ღია ვაგონებში კეშლას სადგურზე იტვირთება და ფოთის პორტამდე სარკინიგზო ხაზით ჩადის. ფოთის პორტში კი ის გემზე გადადის და საზღვაო გზით მიეწოდება შემკვეთ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ADY Express- მა ფოთის პორტამდე გადაიტანა 27 ათასი ტონა კოქსი, ჩინეთში გასაგზავნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system