თავში

აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა

აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა
აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი დააექსპორტა

საბაჟო დეკლარაციების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი გაატარა ექსპორტზე. დაექსპორტებული კოქსის ღურებულება  3,85 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ნავთობის კოქსის წილმა ქვეყნის მთელ ექსპორტში 0.14% შეადგინა.

მხოლოდ იანვარში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებულია 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი.

აზერბაიჯანი რიგ ქვეყნებში კოქსის ექსპორტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ცოტა ხნის წინ აზერნაიჯანმა გააქტიურა კოქსის ექსპორტი ინდოეთში და ამ ქვეყანას საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა აზერბაიჯანული კოქსი მიეწოდა.

ტვირთი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ კომპანია, შპს ADY Express-ს საქართველოში ფოთის პორტამდე გაააქვს. კოქსი ღია ვაგონებში კეშლას სადგურზე იტვირთება და ფოთის პორტამდე სარკინიგზო ხაზით ჩადის. ფოთის პორტში კი ის გემზე გადადის და საზღვაო გზით მიეწოდება შემკვეთ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ADY Express- მა ფოთის პორტამდე გადაიტანა 27 ათასი ტონა კოქსი, ჩინეთში გასაგზავნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system