თავში

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა
აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა

მიმდინარე წლის 7 თვეში „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით 6 045 კონტეინერი გადაზიდა. გასულ წელთან შედარებით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 85 % -ით, ანუ 3 924 ერთეულით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა. წინასწარი გათვლებით, ახლო პერსპექტივაში მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს.

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაეცანით ვიდეოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system