თავში

აზერბაიჯანმა ბოლო 10 წელში $57 მილიარდი ინვესტიცია მიიზიდა

აზერბაიჯანმა ბოლო 10 წელში $57 მილიარდი ინვესტიცია მიიზიდა
აზერბაიჯანმა ბოლო 10 წელში $57 მილიარდი ინვესტიცია მიიზიდა

აზერბაიჯანის ინდუსტრიულ ზონებში წარმოების საერთო ღირებულებამ 4.3 მილიარდ მანეთს გადააჭარბა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამრეწველო ზონებში ინვესტიციების საერთო მოცულობამ 6,1 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს გადააჭარბა.

”ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკაში გახდა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ პერიოდში ქვეყანაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო დროს გაიზარდა უცხოელი ინვესტორების ინტერესი ალტერნატიული ენერგიის მიმართ”, - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system