თავში

აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაზის მიწოდების ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი

​აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაზის მიწოდების ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი
აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაზის მიწოდების ახალ კონტრაქტს მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით დამატებით 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში 2024 წლის ბოლომდე დარჩება.

მინისტრის თქმით, თურქეთმა ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"მოლაპარაკებები ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება, წარმატებით მიმდინარეობს. გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთისთვის ცისფერი საწვავის მიწოდება გაიზრდება. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ 2024 წლამდე ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან შეთანხმება გავაფორმეთ. საუბარია 11 მილიარდ კუბურ მეტრზე“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system