თავში

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის წარმოება და ექსპორტი გაზარდა

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის წარმოება და ექსპორტი გაზარდა
აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის წარმოება და ექსპორტი გაზარდა

ივნისში, ელექტროენერგიის წარმოებამ რესპუბლიკაში შეადგინა 2 153.7 მილიონი კვტ / სთ, ექსპორტი  98.8 მილიონი კვტ / სთ-ს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი - 9.3 მილიონი კვტ / სთ-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით REPOPRT.AZ-ი ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება ივნისში გაიზარდა 14.1 მილიონი კვტ / სთ-ით, ექსპორტი გაზრდილია 61.5 მილიონი კვტ / სთ-ით , ხოლო იმპორტი შემცირდა 9.9 მილიონი კვტ / სთ-ით.

ელექტროენერგიის წარმოება აზერბაიჯანში იანვარ-ივნისში გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 65.2 მილიონი კვტ / სთ -ით,  1,250.2 მილიონ კვტ / სთ-მდე.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ენერგომომწოდებელია.

გასული თვის მონაცემებით, წელს საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანისგან იყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system