თავში

აზერბაიჯანმა გასული წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვი 2%-ით გაზარდა

აზერბაიჯანმა გასული წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვი 2%-ით გაზარდა
აზერბაიჯანმა გასული წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვი 2%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები 50 560,2 მილიონ აშშ დოლარამდე შეივსო.

სავალუტო რეზერვის 87.2%-ს - 44,104,9 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო ნავთობის ფონდი შეადგენს (SOFAZ), ხოლო 12,8%-ს - 6,455,3 მილიონ აშშ დოლარს - აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი (CBA).

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის სავალუტო რეზერვები გაიზარდა 1 442,7 მლნ აშშ დოლარით,  2,9%-ით. ამრიგად, SOFAZ–ის სავალუტო რეზერვები ,343,6 მლნ აშშ დოლარით, 3,15%–ით გაიზარდა, ხოლო CBA–ს სავალუტო რეზერვები - 99,1 მლნ აშშ დოლარით,  1,6%–ით.

გასული წლის განმავლობაში ქვეყნის სავალუტო რეზერვები 900,6 მილიონი აშშ დოლარით,  1,8%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში, SOFAZ–ის სავალუტო რეზერვები 881,6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო CBA–ის - 19 მილიონი აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system