თავში

აზერბაიჯანმა ნავთობის კოქსის წარმოება 9.3% -ით გაზარდა

აზერბაიჯანმა ნავთობის კოქსის წარმოება 9.3% -ით გაზარდა
აზერბაიჯანმა ნავთობის კოქსის წარმოება 9.3% -ით  გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა ნავთობის კოქსის წარმოება 9.3% -ით გაზარდა. ამის შესახებ ირკვევა აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების წარმოების სამი თვის ჯამური ანგარიშიდან, რომელსაც აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ასაჯაროვებს. კერძოდ, აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეადგინა 810,3 მილიონი მანეთი, რაც 13% -ით ნაკლებია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. დროის ამავე პერიოდში აზერბაიჯანმა 91 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობპროდუქტები დააექსპორტა.

მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში ქვეყანამ აწარმოა 108 ათასი ტონა ბენზინი ნავთობქიმიკატებისთვის, 103,5 ათასი ტონა ნავთი, 8,9 ათასი ტონა მაზუთი, 64,9 ათასი ტონა ნავთობის კოქსი. ნავთობქიმიკატების ბენზინის წარმოება გაიზარდა 64.9% -ით, ნავთობის კოქსის კი - 9.3% -ით, ხოლო ნავთის წარმოება შემცირდა 29.4% -ით, მაზუთისა  კი 67.8% -ით. 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, აზერბაიჯანმა, საბაჟო დეკლარაციების თანახმად, ექსპორტზე გაყიდა 98 674 ტონა ნავთობის კოქსი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5,92 მილიონი აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში ნავთობის კოქსის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში შეადგინა 0,1%.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი გაატარა ექსპორტზე, რომლის ღირებულება 3,85 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მხოლოდ იანვარში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებულია 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი.

აზერბაიჯანი რიგ ქვეყნებში კოქსის ექსპორტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ცოტა ხნის წინ აზერნაიჯანმა გააქტიურა კოქსის ექსპორტი ინდოეთში და ამ ქვეყანას საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა აზერბაიჯანული კოქსი მიეწოდა. ტვირთი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ კომპანია, შპს ADY Express-ს საქართველოში ფოთის პორტამდე გაააქვს. კოქსი ღია ვაგონებში კეშლას სადგურზე იტვირთება და ფოთის პორტამდე სარკინიგზო ხაზით ჩადის. ფოთის პორტში კი ის გემზე გადადის და საზღვაო გზით მიეწოდება შემკვეთ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ADY Express- მა ფოთის პორტამდე გადაიტანა 27 ათასი ტონა კოქსი, ჩინეთში გასაგზავნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system