თავში

აზერბაიჯანმა საქართველოს მარტში 4,2 ათასი ტონა ბიტუმი მოაწოდა

აზერბაიჯანმა საქართველოს მარტში 4,2 ათასი ტონა ბიტუმი მოაწოდა
აზერბაიჯანმა საქართველოს მარტში 4,2 ათასი ტონა ბიტუმი მოაწოდა

2021 წლის მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 4,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორტის 84%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული სანავთობო ბიტუმის იმპორტის 84,6%, ანუ 4,4 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანული იყო. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით,  2021 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,0 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 47%-ით მეტია  თებერვლის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84% (4,2 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 6% (0,3 ათასი ტონა) - ერაყზე.

შარშან საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა იკლო.

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე. სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როცა საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა, ანუ საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. შარშან საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია. შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა. ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

აზერბაიჯანმა 10 266 000 ტონა ნავთობის ბიტუმი დააექსპორტა. ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბიტუმის ღირებულება მილიონ 712 ათასი აშშ დოლარს გაუტოლდა. ნავთობის ბიტუმის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 0.06% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system