თავში

აზერბაიჯანმა წელს 356,3 ათასი ტონა დიზელი აწარმოა

აზერბაიჯანმა წელს 356,3 ათასი ტონა დიზელი აწარმოა
აზერბაიჯანმა წელს 356,3 ათასი ტონა დიზელი აწარმოა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 504.6 მილიონი მანეთი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 17,9% -ით ნაკლებია.

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში აწარმოა  356,3 ათასი ტონა დიზელის საწვავი, რაც წლიურ ჭრილში დიზელის საწვავის წარმოების 4,2% -იან კლებაზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8%).

აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია. გასულ წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირდა 214,9 ათასი ტონა - 19,4% დიზელი, რაც 44,7 ათასი ტონით ანუ 26,3%-ით მეტია 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი დიზელის მოცულობაზე. 

დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადავადდა. დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება მეორედ გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ვერ მოესწრო აზერბაიჯანში ახალი სისტემის დანერგვა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა და ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების ვადამ გადაიწია 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რომ აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტს საფრთხე არ დაემუქროს.

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა, რითაც დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას. დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს.

ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი ნორმების გამკაცრებას ბიზნესი იწონებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ოქტომბერშივე აცხადებდა, რომ თუკი 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დიზელის საწვავის ზრდა აზერბაიჯანიდან, ნავთობიმპორტიორთა კავშირის აგვიხსნეს, რომ აზერბაიჯანული საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის იმპორტი გაზრდილია სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამის გააქტიურების გამო, ასევე აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის კონტროლის გამკაცრების გამო.

შეგახსენებთ, ნავთობიმპორტიორთა კავშირს დიდი ხანია აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბოლო 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

აღურიცხავი დიზელის იმპორტი განსაკუთრებულად ხშირია აზერბაიჯანიდან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად ფასთა სხვაობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მეზობელ რეგიონში დიზელი 1,10 ლარად იყიდება, როცა ფასი საქართველოში 2 ლარს აჭარბებს. ამდენად, ცდუნება დიდია, რადგან ფასი კონტრაბანდას ასტიმულირებს.

რაც შეეხება, აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამას, მასში ჩართულია "სოკარი". ბოლო მონაცემებით, ფერმერებმა "სოკარის" დიზელზე 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს "სოკარი" აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system