თავში

აზერბაიჯანმა წელს 6. 1 მლრდ კუბური მეტრის გაზი დააექსპორტა

აზერბაიჯანმა წელს 6. 1 მლრდ კუბური მეტრის გაზი დააექსპორტა
აზერბაიჯანმა წელს 6. 1 მლრდ  კუბური მეტრის გაზი დააექსპორტა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტისთვის, საბაჟო დეკლარაციების თანახმად, აზერბაიჯანმა 6 მილიარდ 165 მილიონ 450.44 ათასი კუბური მეტრის გაზი დააექსპორტა. ბოლო სამი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ შეადგინა 867 მილიონი 067.7 ათასი აშშ დოლარი. ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 4,4-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო მისი ღირებულება 5,4-ჯერ მეტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბუნებრივი გაზის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში 20.95% შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა დაახლოებით 512 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი გაიტანა ქვეყნის ფარგებს გარეთ. ქვეყანამ წელს გაზარდა გაზის როგორც მოპოვება ასევე ექსპორტი.  

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 3 მილიარდ 318 მილიონ 506.3 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი დააექსპორტა. დროის ამ მონაკვეთში მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს 1 მილიარდ 244 მილიონი დოლარის 846,58 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მხოლოდ იანვარში კი აზერბაიჯანმა საქართველოში გაიტანა $ 175 მილიონ 501,85 ათასი დოლარის ღირებულების გაზი.  2020 წელს ჯამში საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,543,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოიტანა, რომლის ჯამური ღირებულება 242,3 მილიონი აშშ დოლარია. იანვარ-მარტში კი საქართველოს აზერბაიჯანული გაზი 203 მილიონი 954,3 ათასი დოლარი დაუჯდა.

შეგახსენებთ, წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელსვე საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრის ოდენობის გაზის შეძენას გეგმავს..რუსული გაზის ზუსტად იგივე ოდენობა შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც. საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია. ქართულ-აზერბაიჯანული მხარე თანხმდება, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორის, მაჰირ მამედოვის, შეფასებით, ეს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ბუნებრივი გაზის სოციალურ მომხმარებლებს საქართველოში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის წარმოებისა და ექსპორტის ზრდა "აწყობს" საქართველოსაც, რადგან ის არის მონაწილე, "მასპინძელი" ქვეყანა სამხრეთ გაზის დერეფანში, რომლითან აზერბაიჯანული გაზი მიდის ევროპაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოება იგეგმება საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system