თავში

აზერბაიჯანმა წელს 98 674 ტონა ნავთობის კოქსი გაყიდა

აზერბაიჯანმა წელს 98 674 ტონა ნავთობის კოქსი გაყიდა
აზერბაიჯანმა წელს 98 674 ტონა ნავთობის კოქსი გაყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, აზერბაიჯანმა, საბაჟო დეკლარაციების თანახმად, ექსპორტზე გაყიდა 98 674 ტონა ნავთობის კოქსი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5,92 მილიონი აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში ნავთობის კოქსის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში შეადგინა 0,1%. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ნავთობის კოქსის წარმოება 9.3% -ით გაზარდა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 64,2 ათასი ტონა ნავთობის კოქსი გაატარა ექსპორტზე, რომლის ღირებულება 3,85 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მხოლოდ იანვარში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებულია 28 ათასი ტონა ნავთობის კოქსი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი რიგ ქვეყნებში კოქსის ექსპორტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ცოტა ხნის წინ აზერნაიჯანმა გააქტიურა კოქსის ექსპორტი ინდოეთში და ამ ქვეყანას საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა აზერბაიჯანული კოქსი მიეწოდა. ტვირთი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ კომპანია, შპს ADY Express-ს საქართველოში ფოთის პორტამდე გაააქვს. კოქსი ღია ვაგონებში კეშლას სადგურზე იტვირთება და ფოთის პორტამდე სარკინიგზო ხაზით ჩადის. ფოთის პორტში კი ის გემზე გადადის და საზღვაო გზით მიეწოდება შემკვეთ ქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system