თავში

აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

აზერბაიჯანში ​18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა
აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

წელს აზერბაიჯანში 18.9 მლნ. დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა, რაც სამთვიანი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.1%-ია. ამის შესახებ საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გაიყიდა. ჩინეთში ქართული ნაწარის ექსპორტი 103.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რუსეთში -100.0 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო თურქეთში 71.4 მლნ. აშშ დოლარს.

აზერბაიჯანი ადგილობრივ ექსპორტში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება, საქართველოს კიდევ ერთ სახმელეთო მეზობელ ქვეყანას,  სომხეთს, ამ ქვეყანაში 2021 წლის იანვარ-მარტში დაექსპორტებულია 22.0 მლნ დოლარის ქართული ნაწარმი, რაც მთლიანი ექსპორტის 3.6%-ს უტოლდება. 

ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system