თავში

აზერბაიჯანში 2020 წელს 79.4 მლნ აშშ დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

აზერბაიჯანში 2020 წელს 79.4 მლნ აშშ დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა
აზერბაიჯანში 2020 წელს 79.4 მლნ აშშ დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

2020 წელს აზერბაიჯანში ექსპორტზე გაიყიდა 79.4 მლნ აშშ დოლარის ქართული ნაწარმი. საუბარია საქართველოში შექმნილ და დამზადებულ პროდუქციაზე და არა რეექსპორტზე.

ექსპორტის ეს მოცულობა 3.3%-ია საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის. აზერბაიჯანი საქარველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეცხრე ადგილზეა. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული ნაწარმის ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში წლიურ ჭრულში (2019 წელთან შედარებით) შემცირებულია 8.4%-ით. 

2019 წელს აზერბაიჯანში დაექსპორტდა 86.6 მლნ დოლარის ქართული ნაწარმი, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.7%-ს უტოლდებოდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. 

ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი 2020 წელს ექსპორტზე გაყიდულიაჩინეთში (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთსა (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთში (310.4 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ პოზიციებზეა: თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, სომხეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, აშშ.

დანარჩენ სხვა ქვეყნებში გაყიდულია 515.3 მლნ დოლარის ქართული ნაწარმი.

ეს რაც შეეხებოდა, ადგილობრივ ექსპორტს, ზოგადად ექსპორტში კი აზერბაიჯანი საქართველოსთვის მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ.

გასულ წელს საქართველომ აზერბაიჯანში 441 289.4 ათასი დოლარის პროდუქცია დააექსპორტა. აქ შედის, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ისე რეექსპორტი. მონაცემი წლიურ ჭრილში, ანუ 2019 წელთან შედარებით, შემცირებულია 13.2%-ით. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე გაიტანა 508 686.3 ათასი დოლარის პროდუქცია, რაც მაშინდელი მთლიანი ექსპორტის 13.4%-ი იყო.

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. 

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი).

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system