თავში

აზერბაიჯანში 54, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გაიყიდა

აზერბაიჯანში 54, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გაიყიდა
აზერბაიჯანში 54, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გაიყიდა

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 54, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა. მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი  3.2%-ს გაუტოლდა. 

ადგილობრივი ექსპორტი არის საქართველოში საქართველოში დამზადებული პროდუქტების ექსპორტი რეექსპორტის გარეშე.

წინა წელთან შედარებით, მონაცემი 16, 2%-ითაა შემცირებული. შარშან 9 თვეში აზერბაიჯანში დაექსპორტდა 64,7 მილიონი დოლარის ადგილობრივი პროდუქცია. 

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. 

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (343.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (228.3 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში ასე გამოიყურება: 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system