თავში

აზერბაიჯანში 6,3 მილიონი დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

აზერბაიჯანში 6,3 მილიონი დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა
აზერბაიჯანში 6,3 მილიონი დოლარის ქართული ნაწარმი გაიყიდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში 6,3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. საუბარია ექსპორტზე რეექსპორტის გარეშე, ანუ საქართველოში დამზადებულ პროდუქტებზე. 

საქსტატის მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა აზრბაიჯანში წლიურ ჭრილში 62.7% -ით გაიზარდა. აზერბაიჯანმა, 3.8% -იანი წილით საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში 10 ძირითადი ბაზრიდან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას უსწრებს: უკრაინა, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბულგარეთი.

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 224.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4 პროცენტით შემცირდა და 166.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system